English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ ცირა ცეცხლაძე ნათია ბერიძე
გამოწვევები მთიან რეგიონებში და ტურიზმის განვითარების თავისებურებები

რეზიუმე

ტურიზმი საქართველოსთვის, ეკონომიკის ერთ-ერთი  პერსპექტიული დარგია. მისი პრიორიტეტულობა  ეკონომიკური თუ სოციალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების დონესა და ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაზე. ის ფაქტი, რომ ტურისტული შესაძლებლობებით ჯერ კიდევ ახალი და ბოლომდე აუთვისებელია ჩვენი ქვეყანა, გვაძლევს იმის წინაპირობას, რომ ახლი ტურისტული მიმართულებებით, ახალი ტურისტული დანიშნულების ადგილებით წარვდგეთ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე. ეს განსაკუთრებით ეხება მთიან რეგიონებს, რადგან სწორედ მათ გააჩნიათ ის საჭირო რესურსული პოტენციალი, რითაც თანამედროვე ტურიზმის  გამოწვევების წინაშე დგანან. განსაკუთრებული დაინტერესება მთის ტურიზმის განვითარების კუთხით უჭირავს აჭარის რეგიონს მისი თვალწარმტაცი ლანდშაფტითა და ტურისტული რესურსებით, რაც როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ვიზიტორების მხრიდან მნიშვნელოვან დაინტერესებას იწვევს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთიანი ზონა თავისი რეკრეაციული, კულტურული და ისტორიული ღირებულებებით, ბუნებრივი რესურსების მრავალფეროვნებით ნამდვილად შეიძლება პოპულარიზაციისა და სწორი პიარით ვაქციოთ მნიშვნელოვან ტურისტული დანიშნულების ადგილებად. ამის მტკიცებულების ერთ-ერთ შესაძლებლობას გვაძლევს ისიც რომ პანდემიის პერიოდში დასვენება ბარში შეიცვალა მთაში დასვენების ტენდენციით.

სტატიაში მნიშვნელოვანი ყურადღებაა გამახვილებული იმ აუცილებელი მოტივირებადი ფაქტორების ანალიზზე, რომლებიც იქნება სტიმული აჭარაში განსაკუთრებით პერსპექტივაში, მთიანი რეგიონების ათვისების რეკრეაციული ტურიზმის სხვადასხვა სახით განვითარებისათვის. სამკურნალო, სპორტულ- გამაჯანსაღებელი და კულტურულ-შემეცნებითი ტურისტული მიმართულებებისკენ მოთხოვნის გააქტიურება რეკრეანტებისგან, ესაა მნიშვნელოვანი სამომავლო ამოცანა.